ჩიპების გლობალური გაყიდვები ნოემბერში გაიზარდა 20,7%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით და შეადგინა $57,8 მილიარდი, ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.
ოქტომბერთან შედარებით გაყიდვები 1,6%-ით გაიზარდა.
„ნახევარგამტარების გლობალურმა ბაზარმა განაგრძო მნიშვნელოვანი ზრდა ნოემბერში, მიაღწია ისტორიაში გაყიდვების ყველაზე მაღალ თვიურ მოცულობას“, – თქვა SIA-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა და დასძინა, რომ წლიური ზრდა დაფიქსირდა ზედიზედ მერვე თვეა.
გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გასულ თვეში გაიზარდა 54,9%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში 12,1%-ით, იაპონიაში 7,4%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში 10%-ით. ამასთან, ევროპაში 5,7%-იანი კლება დაფიქსირდა.
ჩიპების გაყიდვები ნოემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 4,4%-ით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო 1,5%-ით აზიის წყნარ ოკეანეში. ამავდროულად, ევროპაში მაჩვენებელი 0,7%-ით შემცირდა, იაპონიაში 0,8%-ით, ხოლო ჩინეთში 0,1%-ით.
SIA წარმოადგენს ამერიკული ნახევარგამტარების ინდუსტრიის დაახლოებით 99%-ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებელთა დაახლოებით 66%-ს.