ბორის პისტორიუსი – ოლაფ შოლცი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას არ ბლოკავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უარყოფს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერი, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფას ბლოკავს. უკრაინული მედიის ცნობით, პისტორიუსმა ამის შესახებ Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კანცლერი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის 3 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას და რომ მოელის, რომ ეს საკითხი ყველა პოლიტიკური საკითხის მოგვარების შემდეგ მოგვარდება.
“არანაირი ბლოკადა არ არის. თავდაცვის სამინისტროში უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მოვამზადეთ. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს – როგორც კი ყველა საკითხი დაზუსტდება, ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ცნობისთვის, გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს სურთ, არჩევნებამდე ს დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყონ, მაგრამ ამ იდეას კანცლერი, ოლაფ შოლცი ბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ