როგორი შეფასებები მიიღო დავითაშვილმა პსჟ-სთან მატჩში?

ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში, პარიზში პსჟ-სთან წაგებულ მატჩში (1:2), “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაიტანა გოლი და 87-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored 7.5, sofascore 7.4, flashscore 7.3.
ზურიკომ მიმდინარე სეზონში მეექვსედ დალაშქრა მეტოქეთა კარი, მისი გუნდი კი, რომელიც ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის, შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს სახლში “ნანტთან” ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში