კაცნაკლულმა “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერფინალში “რეალს” 5:2 მოუგო [VIDEO]

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“, რომელიც მეკარე შესნის გაძევების გამო 56-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „რეალი“ 5:2 დაამარცხა და ტიტული მოიგო.
– „ბარსელონამ“ ისტორიაში პირველად ზედიზედ ორ მატჩში გაუტანა „რეალს“ 4+ გოლი.
– იამალის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
– რაფინიამ ამ სეზონში 26 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
რეალი – ბარსელონა 2:5
გოლები: 1:0 მბაპე (5), 1:0 იამალი (22), 1:2 ლევანდოვსკი (36), 1:3 რაფინია (39), 1:4 ბალდე
(45+10), 1:5 რაფინია (48), 2:5 როდრიგო (60)
გაძევება: შესნი (56, ბარსელონა)
ბარსელონა მაგრა იბრიყვებს რეალს, თუ უგებს ყოველთვის ანადგურებს. ბოლო ორ თამაშში 9 გოლი გაუტანა. მართლა კომპლექსი აქვს რეალს ბარსასი. ისე რა მაგარი იქნებოდა კვარა ამ ბარსაში, ბარსას სტილი ისეთია როგორიც კვარას უყვარს, ვერტიკალური ფეხბურთი. სულ რო უტევენ, თან ფლიკის ხელში თვისობრივად სხვა ფეხბურთელი გახდებოდა დადებითი კუთხით. მოედანზე რა პარტნიორები ეყოლებოდა… პედრი, გავი, რაფინია, იამალი, კასადო… უპრობლემოდ ჩაჯდებოდა დღევანდელ ბარსაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში