გასულ წელს დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაქსიმუმს კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ მიაღწია. Routers-ის ინფორმაციით, 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო სააგენტოებმა მონაცემების შეგროვება დაიწყეს, შესაბამისად, მინიმუმ, 1880 წლიდან. საინფორმაციო სააგენტო NASA-სა და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) კვლევის შედეგებს ეყრდნობა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მანამდე კი რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 2023 წელს იყო დაფიქსირებული. NOAA-ს ცნობით, გასულ წელს ხმელეთისა და ოკეანეების საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 2/10 გრადუსი ფარენჰეიტით აღემატებოდა 2023 წლის რეკორდს. ზედიზედ ორი რეკორდული წელი კი გლობალური დათბობის ტრაექტორიის შენარჩუნებაზე მიუთითებს, რაზეც მეცნიერები, წლებია, საუბრობენ.
კონტინენტების მიხედვით, რეკორდული წელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისთვის, ევროპისა და აფრიკისთვის, აზიასა და არქტიკაში კი რეკორდულ წოდებას კვლავ 2023 წელი ინარჩუნებს. 2024 წელს თბური ტალღების მომრავლებას ხელი შეუწყო ელ-ნინიოს ფენომენმა, რაც წყნარ ოკეანეში უჩვეულოდ თბილი დინებით აიხსნება.
NASA-ს ადმინისტრატორის ბილ ნელსონის განცხადებით, “რეკორდულ ტემპერატურისა და კალიფორნიაში ამჟამად არსებული ხანძრების ფონზე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პლანეტის ცვლილებები გვესმოდეს”.
NASA-ს გამოთვლებით, 2024 წელს დედამიწის საშუალო ტემპერატურა 2.65 გრადუსი ფარენჰეიტით აღემატებოდა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის საშუალო მაჩვენებლებს.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2024 წელი რეკორდულად ცხელთან ერთად, იყო ასევე პირველი წელი, როდესაც პლანეტამ გადააჭარბა გლობალური დათბობის 1,5 გრადუს ცელსიუსის სამიზნეს, რომელიც დასახული იყო პარიზის კლიმატის შეთანხმებით.
როდესაც კაცობრიობა განაგრძობს წიაღისეული საწვავის წვას და დედამიწის გათბობას, რაც მომავალში უფრო ცხელ, ქარიშხლიანი კლიმატურ პირობებს გარანტირებულს ხდის.
კლიმატოლოგებისა და მედიკოსების მტკიცებით, ტემპერატურის შეუქცევადმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების ეკოლოგიური სტანდარტების თანდათანობითი ეროზია, რაც ნიშნავს საზოგადოების თანდათანობით უფრო მაღალი ტემპერატურის ნორმალიზებას და სხვა პლანეტარულ ზემოქმედებას. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.