აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ რამდენიმე დღეში, ან კვირაში გაიმართოს – უთხრა მედიასაშუალება ABC-ს კონგრესმენმა მაიკ უოლცმა, რომელიც ტრამპმა თავის მრჩევლად შეარჩია ეროვნული უშიშროების საკითხებში.
უოლცის თქმით, ეს საუბარი იქნება პირველი ნაბიჯი ტრამპის და პუტინის სამიტისკენ, რომლისთვის მზადებაც უკვე მიმდინარეობს.
“ჯერ არ განგვისაზღვრავს შეხვედრის ზუსტი სტრუქტურა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ” – ასე უპასუხა კონგრესმენმა კითხვას მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უოლცის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანია ფრონტზე ვითარების სტაბილიზაცია. უოლცი დასძენს, რომ აშშ-ის სურვილია ცეცხლი “ნებისმიერ მომენტში” შეწყდეს, სანამ მოლაპარაკების გამართვაზე დაიწყებოდეს მუშაობა. “ყველაფერი რაიმე დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს” – თქვა კონგრესმენმა.
“ეს არის ადამიანების და რესურსების საკეპი მანქანა, მესამე მსოფლიო ომის შედეგებით” – თქვა შოლცმა ფრონტის ხაზზე რუსეთისთვის და უკრაინისთვის არსებული სიტუაციის შეფასებისას.
ამასთან, უოლცის თანახმად, ტრამპი აღიარებს რუსეთის სრულად გასვლის გეგმების არარეალისტურობას მოსკოვის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
უკრაინას და რუსეთს უოლცის ინტერვიუს გარშემო ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.
მანამდე ზელენსკი ამბობდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისთვის მოსკოვმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს 1991 წლის საზღვრების მიღმა. კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გამართვისთვის აუცილებელია დღევანდელი რეალობის გათვალისწინება.
კრემლი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო მოლაპარაკების ორგანიზებაზე ჯერჯობით კონკრეტული არაფერია.
შვეიცარიას გამოთქმული აქვს მზადყოფნა უმასპინძლოს მოლაპარაკებას, თუკი ლიდერები შესაბამისი თხოვნით გამოვლენ.
ფორუმი