“დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო!” – რას წერს გია ხუროშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას მებრძოლის ოჯახის წევრი და სხვა მებრძოლებიც ავრცელებენ.
დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო! კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა თილიძე, რუსებმა უკრაინაში მოკლეს. იშვიათად შემხვედრია ისეთიბევრი დადებითი თვისება ერთ ადამიანში: განათლება, პატრიოტიზმი, მებრძოლი სული, ძლიერი ორგანიზაციული უნარები და ურყევი თავდადება თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ვინც კახას იცნობდა, გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ასე მალე შეიძლებოდა მისი სიცოცხლე დასრულებულიყო. პუტინი ტერორისტია! მან პასუხი უნდა აგოს უდანაშაულო ადამიანების მასობრივ მკვლელობებზე. სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს!, – წერს გია ხუროშვილი.
კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უცნობია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?