ლოჩოშვილის დებიუტი და “სალერნიტანას” მარცხი ლიდერთან

ლუკა ლოჩოშვილის ახალი გუნდი „სალერნიტანა“, სერია B-ს ოცდამეერთე ტურში საკუთარ მოედანზე ლიდერ „სასუოლოსთან“ 1:2 დამარცხდა.
ლოჩოშვილმა, რომელიც „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ ორიოდ დღის წინ იჯარით გადავიდა, შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.3.
„სალერნიტანა“ ამ მომენტისთვის 18 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 18 იანვარს „რეჯანას“ უმასპინძლებს.
სალერნიტანა – სასუოლო 1:2
გოლები: 0:1 რუსო (6), 0:2 მუჰარემოვიჩი (40), 1:2 ჩერი (47)
ამ ბიჭზე აუგის თქმა არ ეზარებათ ბოღმებს რატომღაც. არადა ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ნაკრებისთვის და რონალდოს წინააღმდეგაც არ უკანკალებს მუხლები! მეც მინდა უკეთესი მცველები, მაგრამ ახლა ლორჩო საუკეთესოა! ვენაცვალე ჯიგარში! წარმატებები!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში