გამოქვეყნდა მერკურის ახალი ფოტოები, რომლებზეც ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი მოჩანს

ევროპული კოსმოსური სააგენტო მერკურის სამ ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომლებზეც ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი მოჩანს, – იუწყება SkyNews-ი.

ფოტოები კოსმოსური აპარატის, BepiColombo-ს მიერ არის გადაღებული.

კოსმოსურმა აპარატმა ასევე შეძლო დაეფიქსირებინა მერკურის ყველაზე დიდი კრატერი, რომლის სიგანეც 1496 კილომეტრს აღემატება.

BepiColombo – ევროპულ-იაპონური რობოტი-მკვლევარია. მან პლანეტის პირველი ახლო ფოტოები მას შემდეგ გადაიღო, რაც მერკურის ჩრდილოეთ პოლუსს 294 კილომეტრ სიმაღლეზე მიუახლოვდა.
წყარო: იმედინიუსი