გიორგი გახარია – გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის – პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან – ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”.
„ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!
დაინიშნოს ახალი !“, – წერს გახარია „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI აქტზე“ – ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა – როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო გადაეწყვიტა, დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც