ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლეების წვეულებაზე არ მიმიწვიეს, არც მეზეიმება

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მოსაართლეების საახალწლო წვეულებზე არ დაპატიჟეს. ამის შესახებ მან “პირველებთან” განაცხადა. მოსამართლე ამბობს, რომ წვეულების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო.

ამასთან, ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ” არ ეზეიმება”.

მე არ მივუწვევივარ არავის. არავინ შემხმიანებია. რამდენიმე წუთის წინ გავიგე საინფორმაციოდან, რაღაცა კორპორაციული შეხვედრააო. საერთოდ, ამ წვეულებებზე გარკვეულ პერიოდით მეძახიან, გაეკვეული პერიოდით არ მეძახიან. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი სხვა მოსამართლისგან სულმდაბალი საქციელები და ქმედებები ნამდვილად არ მიკვირს. ვინც უნდა მიხვდეს, ის მიხვდება. თუ ვინმემ არ მიმიწვია და ჩათვალა, რომ მე იქ არ უნდა ვიყო, მე ვაცხადებ, რომ ნამდვილად არაფერი დამაკლდება. მე არ მეზეიმება და სხვა არ ვიცი, – ამბობს ვლადიმერ ხუჭუა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ერთადერთი იყო, ვინც პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და წალკის ელექტრონულ უბნებზე არჩევნების შედეგები გააბათილა

წყარო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული