უკრაინა: ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ოსლოში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ს წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე.
“სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ მართლაც მარტო ვიყავით” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ომის პირველ ფაზაში, როდესაც უკრაინა მარტო იყო, უკრაინელი ხალხი არ დანებებულა და ამიტომ, ბრძოლის მარტო გაგრძელებაც შესაძლებელია.
ბოლო თვეებში, დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. -ს კონგრესმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მოთხოვნა უკრაინისთვის 61 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემაზე.
“რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებ დახმარების გარეშე, მაგრამ ვერც დამარცხდები, რადგან ერთადერთი რამ, რაც გაქვს შენი სამშობლოა” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.