ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ფასში სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ შესაძლოა, ამან მომავალში პური გააძვიროს. მეპურეები მიიჩნევენ, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციის გაძვირების საფრთხის აღკვეთა ხელისუფლებას შეუძლია, რაც ფქვილზე დაწესებული დროებითი საიმპორტო გადასახადის შემცირებით მოხდება.
იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი ორი წელია მოქმედებს. ამ მექანიზმის შემოღებამ ქვეყანაში სიტუაცია დააბალანსა და რუსეთისგან შექმნილი პრობლემები გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი განახლდა, შესაბამისად, გაჩერებული წისქვილკომბინანტებიც ამუშავდა.
საქართველოში ბოლო დღებში ახლა ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა, რაც შესაძლოა, პურის ფასის ზრდაშიც აისახოს. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არსებობს გამოსავალი. კერძოდ, თუ ხელისუფლება ფქვილზე იმპორტის გადასახადს შეამცირებს, ქარხნები უფრო მეტ რუსულ ფქვილს გამოიყენებენ, რითაც ფასს დააბალანსებენ, შესაბამისად, პური აღარ გაძვირდება.
„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ 52 ლარია ერთი ტომარა ფქვილის ზღვრული. აქამდე იყო დაახლოებით 50-51 ლარი, ახლა კი გაძვირდა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. 52-ლარიან ნიშნულს ავცდით და დღეს 53-54 ლარია. რუსეთში გაიზარდა ღირებულება და შესაბამისად, საქართველოშიც გაძვირდა ფქვილი.
ყველას გვახსოვს, იმისათვის, რომ ადგილობრივ წისქვილებს ემუშავა, ფქვილის იმპორტზე დაწესდა დროებითი გადასახადი. რომელიც 1 ტომარაზე იყო თავიდან 5 ლარი, შემდეგ გახადეს 10 ლარი, შემდეგ კი – 12.5 ლარი. დღეს კი ეს საიმპორტო გადასახადი, მოითხოვს ცვლილებას, დაკლებას, რომ სიტუაცია დაბალანსდეს. თუ გადასახადი შეამცირეს, მაშინ ქარხნები რუსულ ფქვილს ცოტა მეტს გამოიყენებენ და ამით დაბალანხდება ვითარება, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.
საერთოდ, გამოწვევებია ჩვენს სექტორში. მაგალითად ჯარიმები, რომელიც პურის რეალიზაციის დროს დისტრიბუციას დააწვა. გარდა ამისა, ხალხი ანაზღაურების გაზრდის საკითხს აყენებს. დისტრიბუტრები ცალკე ითხოვენ ხელფასის მომატებას. ჩვენი გადასახადებიც ხომ გვაქვს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება.
რაღაც გზა უნდა გამოვნახოთ, გაძვირების წინააღმდეგი ვარ. სჯობს, მოვნახოთ შუალედი, რომ ფასი შენარჩუნდეს. ვაპირებთ ამ საკითხზე ხელისუფლებას მივმართოთ. ახალი მინისტრი დაინიშნა და ყოველ დღე ველოდებით მასთან შეხვდრას”, – ამბობს მალხაზ დოლიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ მეხორბლეებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადასახადის გაუქმებით ქვეყანაში იგივე მოცემულობა დაბრუნდება, რაც ორი წლი წინ იყო, როდესაც გაჩერდა კომბინატები და ქართული ხორბლის რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელძღვანელმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, მთავრობასთან კუნსულაციის შედეგად უნდა გადაწყვეტეს შემცირდება თუ არა საიმპორტო გადასახადი.
„დღესდღეობით ტომარა ფქვილი მინიმალური ფასი არის 52 ლარი, თუმცა ზოგან მეტიცაა. ბოლო პერიოდში, თავად მეპურეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათთვის გამოწვევა ფქვილის ფასზე მეტად, დისტრიბუციაზე დაკისრებული ჯარიმებია, ასევე ხელფასების ზრდა და ა.შ.
ბოლო დღეებში ნამდვილად შეინიშნება ფასის მატება, მათ შორის იმპორტირებულ ხორბალზე, რაც გამოწვეულია რუსეთში კვოტირების შემოღებით. ყოველ წელს, ახალი წლის შემდეგ, რუსეთი კვოტირების მექანიზმს ამუშავებს. წელს ოდენობა არის საკმაოდ დაბალი. ამბობენ, რომ სადღაც 10 მილიონ ტონას გამოიტანენ, შესაბამისად, ეს ვითარება “ძაბავს ფასებს”.
დღევანდელ სიტუაციას თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა, მეპურეებისთვის ეს შეიძლება გამოწვვეა იყოს, ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, მაგრამ ქართველ ფერმერებს საკმაოდ გაეზარდათ ხორბლის ჩაბარების ფასი. ისინი ახლა ხორბალს დაახლოებით 75 თეთრის ფარგლებში აბარებენ, რაც საკმაოდ მისაღები ფასია მათთვის და შესაბამისად, ინდუსტრია კმაყოფილია.
უახლოეს მომავალში, ალბათ, ჩვენც და მეპურეებიც შევხვდებით სოფლის მეურნეობის მინისტრს და განვიხილავთ სიტუაციას. წისქვილკომინანტები მუშაობენ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში, მაგრამ ინარჩუნებენ ფასს, ! ტომარა ფქვილი, დაახლოებით, 52-53 ლარის ფარგლებში. ჩვენთანაც არის გამოწვევები და სხვადასხვა მიმართულების ხარჯი, ის, რომ საიმპორტო გადასახადი შემცირდეს ან საკითხი გადაიხედოს, ეს არის კონსულტაციის შედეგად გადასაწყვეტი. აქ გათვალისინებული უნდა იყოს სამივე დარგის – მეპურეების, მეხორბლეების და წისქვილკომბინანტების პოზიცია.
საიმპორტო გადასახადი პირველ მარტამდეა დაწესებული და სავარაუდოდ, გაგრძელდება, ჩვენ ამ საკითხს ისევ დავაყენებთ. ამაზე უკეთესი მექანიზმი მოგონილი არ გვაქვს, რაზეც მეპურეებიც დაგვეთანხმნენ. თუ სხვა მექანიზმზე უნდა იყოს საუბარი, მზად ვართ ამისათვის, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ გადაწყვეტილებამ კარგად იმუშავა.
პრობლემები ჩვენ უკვე გავიარეთ, როდესაც წისქვილკომბინანტები იყო გაჩერებული და ქართული ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა. ორი ინდუსტრია დიდი საფრთის წინაშე იდგა. ზუსტად აქედან გამომდინარეა საიმპორტო განაკვეთი შემოღებული.ეს გადასახადი არ დაწესებულა იმისთვის, რომ ვინმე სასათბურე პირობებში მოხვედრილიყო. მომავალშიც საჭიროა ყველა კომპონენტის განსაზღვრა და შეწონილი გადაწყვეტილების მიღება”, – ამბობს ლევან სილაგავა.
საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი – 96% რუსეთიდან შემოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 15.37 მლნ აშშ დოლარის (62 198 ტონა) ფქვილი შემოვიდა, თუმცა ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც რუსულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა.
აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და თანდათანობით 2025 წლის 1-ელ მარტამდე.
წყარო: რეზონანსი