მარიკაშვილი: „2023 წელი, ერთ-ერთი რთული წელი იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“

როგორი იყო 2023 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? „ამერიკის ხმა“ ამ თემაზე, უფლებადამცველს და იურისტს ედუარდ მარიკაშვილს ესაუბრა. 2023 წლის ივნისში, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე, მეგობრებთან ერთად, ცარიელი ფურცლით იდგა.
უფლებადამცველმა წინასწარი დაკავების საკანში 48 საათი გაატარა, მოგვიანებით, სასამართლომ ედუარდ მარიკაშვილი „წვრილმანი ხელიგნობისთვის“ სამართალდარმღვევად სცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
რა გამოწვევები იყო 2023 წელს, ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს?
2023 წელი იყო ერთ-ერთი რთული წელი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის კუთხით, ასევე საკმაოდ გაუარესდა იმ ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე.
ხელისუფლების მცდელობა მიეღო ე.წ რუსული კანონი. იყო საკმაოდ მასშტაბური, ინსტიტუციური თავდასხმა სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ
ბევრ მნიშვნელოვან საქმეში გამოიკვეთა, რომ ინსტიტუციებმა, რომლებსაც ევალებათ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ვერ გაართვეს თავი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, სადაც პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესები იკვეთებოდა.
2023 წელზე როცა ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით, მარტის მოვლენებს და ხელისუფლების მცდელობას მიეღო ე.წ რუსული კანონი. ეს ნაბიჯი იყო საკმაოდ მასშტაბური თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. ეს იყო ინსტიტუციური თავდასხმა და მიზნად ისახავდა, ინსტიტუციურ შეფერხებას იმ არასამთავრობო/მედია ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ.
ასევე, ჩვენ შეიძლება გამოვყოთ პოლიტიკური პროცესებიც. არავისთვის არ არის ახალი, რომ ეს წელი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო. თუმცა, ამ კუთხით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი არ გააკეთა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონოდა დაბრკოლებები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, ხელისუფლების უმოქმედობიდან ან ისეთი მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ აზიანებდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ხარისხს.
მედიის მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ. ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის იყო და ისევ არის: კრიტიკულ მედიასთან ნდობის ჩამოყალიბება, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ისევ ვხედავთ, კრიტიკული მედიის შეზღუდვის და დისკრედიტაციის პოლიტიკას, კომუნიკაციების კომისიის გავლენის ზრდას და უფრო გახშირებულ ე.წ. SLAPP სარჩელებს ჟურნალისტების წინააღმდეგ…
გეთანხმებით. 2023 წელს, პოზიტიური კუთხით აუცილებლად გამოსაყოფია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ს შეწყალების საკითხი, ამან დადებითი კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მედიის თავისუფლებაზე. თუმცა, მედიის თავისუფლების მიმართულებით გვრჩება არაერთი ინსტიტუციური და საკანონმდებლო პრობლემა თუ პრობლემები პრაქტიკის დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე