“კეინი თუ ლევანდოვსკი?” – კომანმა არჩევანი გააკეთა

“ბაიერნის” შემტევმა კინგსლი კომანმა, რიო ფერდინანდთან ინტერვიუში ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელები რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი შეადარა.
როგორც ფრანგმა აღნიშნა, კეინთან ერთად თამაში მისთვის მეტად კომფორტულია.
“ლევანდოვსკი მუდამ ჩაწოდებებს ითხოვდა, ვალდებულები ვიყავით, რომ მასზე გვეთამაშა. კეინი გარემარბებს უკეთეს მოთამაშეებად აქცევს, მომენტებს ქმნის და შესანიშნავი ფინიშერია, მასთან ერთად თამაში ყველაზე მარტივი და სასიამოვნოა”, – განაცხადა კომანმა.
შეგახსენებთ, “ბაიერნმა” ჰარი კეინი 2023 წელს, “ტოტენჰემიდან”, დაახლოებით 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა “რეკორდმაისტერის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 21 მატჩში 21
გოლის გატანა და 9 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.