“დუბაიში ზარქუას გინების ვიდეო გავრცელდა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა ვგმობ ოროვე მხრიდან გინებას. რა თქმა უნდა. ეს საშინელებაა.
რაც შეეხება დანარჩენს:
ა) კარგია რომ ზარქუა დუბაიშია. იმედი მაქვს რომ მანდვე აღმოხდება სულ.. ბოლო თეთრიც და სადმე აეროპორტის მიმდებარედ განაგრძობს შემწეობის თხოვნას.
ბ) მოსვლის დღიდან და განსაკუთრებით ბოლოწლებში, ივანიშვილის რეჟიმი ყველას ეძახის რადიკალებს. რადიკალებს. იქ ვიღაცამ პლაკატი გააკრა – რადიკალია; იქ ვიღაცამ ცეკვა დადგა – რადიკალია; იქ ვიღაცამ მშვიდობის ნიშნად მტრედი გააფრინა – რადიკალია…
ხოდა არის ასეთი გამონათქვამი: როდესაც ვიღაცა რადიკალობას გაბრალებს, გახდი რადიკალი და დაუმტკიცე რომ ცდება.
(არ არსებობს, მე მოვიგონე)
ხოდა მტრედები თქვენ არ მოგწონდათ და რო გაგინებენ აწი რა უნდა თქვათ, რადიკალები არიანო? თქვით.
გ) ზარქუა ბოლოს მაგინებელს ეუბნება, გოგოსი მაინც არ გერიდებაო?
და ზარქუები ჩვენს გოგოებს მოერიდნენ? ნათია ბუნტური რო სცემეს მაშინ მოერიდნენ? ჟურნალისტს რომ კისერი მოტეხეს და მანქანის ქვეშ შეაგდეს, მაშინ მოერიდნენ? გუშინ რომ ბათუმელების რედაქტორი დაიჭირეს და 6 წელს უსჯიან, მას მოერიდნენ? პატიმრის დედას რომ მილიციელი დასცინოდა, ეგ მოერიდა ჩვენს გოგოებს? და ჩვენს დებთან და დედებთან და ცოლებთან ერთად რომ ვიდექით და გაზით დაგვწამლეს, მაშინ მოერიდნენ ჩვენს გოგოებს?
დ) დარწმუნებული ვარ აწი საჯარო სივრცეებს მოერიდებიან. და ეს შეიძლება უსამართლოდ გამოიყურება. მაგრამ კარგად გაიაზრეთ, რომ ყველანი მასე ვართ. არავინ იცის რა მოუვა სახლიდან გამოსვლის შემდეგ. ვიღაც ტიტუშკა გაგლახავს თუ მილიციის ფორმაში გადაცმული ტიტუშკა. ოღონდ ქოცებისგან განსხვავებით, ჩვენ კი არ გვაგინებენ, არამედ ძვლებში გვლეწავენ და მერე 6-7 და მეტი წლით ციხეში გვამწყვდევენ.
აი ამ ყველაფრის განეიტრალება კი მხოლოდ ხელახალ არჩევნებს შეუძლია. ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, გავიგოთ რეალურად ვის რა გვინდა და როგორც აქამდე ვაღიარებდით შედეგებს და მშვიდობიანად ვთანაცხოვრობდით, ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას და თანაცხოვრებას.
სხვანაირად სულ ასეთი ვითარება შენარჩუნდება. ვითარება, სადაც კმაყოფილი არავინაა. არც ზარქუა,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.