საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.
მისივე თქმით, აუცილებელია მეტი ზეწოლა ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით.
“პროტესტის 45-ე დღე – დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, ტიტუშკები და სამედიცინო დახმარებაზე უარი. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან, ხოლო მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.
“საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.