ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა რუსული ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი

11 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UTair-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა, – იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.
გამოცემა The Moscow Times-ის მიხედვით, ეს არის რუსული ავიახაზების თვითმფრინავების რიგი მეოთხე ავარიული დაშვება 2025 წლის დადგომის შემდეგ.
როგორც ავიაკომპანია Utair-ში განაცხადეს, თვითმფრინავის გადაუდებელი დაბრუნების მიზეზი გახდა „ჰიდრავლიკური სითხის დონის ცვლილება“. სერვის Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრანის მიმართულება ბაქოს რაიონში შეცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა. Telegram-არხ Mash-ის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 240 მგზავრი, რომელთაგან არავინ არ დაშავებულა.
7 იანვარს UTair-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სამარყანდში მიფრინავდა, ასევე გაუმართაობის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო ვნუკოვოს აეროპორტში.
4 იანვარს კიდევ ორ რუსულ თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემები ფრენების დროს: Ural Airlines-ის კუთვნილი Airbus A321neo, რომელიც მიფრინავდა შარმ-ელ-შეიხიდან ეკატერინბურგში, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო; NordStar Airlines-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც ვოლგოგრადიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა, ასევე იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა და ვოლგოგრადის აეროპორტში დაშვებულიყო.
2022 წელს ში ს შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე.
2024 წლის ბოლოსთვის რუსეთში საავიაციო ავარიების რაოდენობამ ანტირეკორდს მიაღწია: 11 თვეში დაფიქსირდა 208 საავიაციო ავარია, რაც 30%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.