ნარკოტიკები, კონტეინერში განთავსებული ლეგალური საქონლის სახით, მექსიკიდან შემოვიდა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისრაელი იყო
დანაშაული ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და საგადასახადო სააგენტოს გეგმიური შემოწმების დროს გამოვლინდა.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ და საგადასახადო სააგენტოს საბაჟო ზედამხედველობის სამსახურმა საზღვაო კონტეინერში დამალული 1120 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. უკანონო ტვირთი ბარსელონაში მექსიკიდან ჩავიდა, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ისრაელი იყო.
დანაშაული გასული წლის 30 დეკემბერს, ბარსელონას პორტის APTM ტერმინალში, კონტეინერის გეგმიური შემოწმების დროს გამოვლინდა. ნარკოტიკების გადატანა ხდებოდა მეთოდით, რომელიც „ბრმა კვანძის“ („blind hook“) სახელით არის ცნობილი. ის კონტეინერის შიგნით მოთავსებულ სხვადასხვა პაკეტში, წიწაკის ტომრებს შორის ისე იყო დამალული, რომ მასზე მარტივი და სწრაფი წვდომა ყოფილიყო შესაძლებელი.
სულ ამოღებულია 16 პაკეტი, რომელთაგან თითოეულში დაახლოებით 60 კოკაინის ტაბლეტი იყო მოთავსებული.
მეთოდი, რომელსაც ნარკორეალიზატორები კანონიერი გამგზავნის ან მიმღების საქმის კურსში ჩაყენების გარე იყენებენ და კონტეინერებში ნარკოტიკების განთავსებაში გამოიხატება, „ბრმა კვანძის“ სახელით არის ცნობილი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნარკოტიკს ლეგალური პროდუქტით დატვირთულ კონტეინერში ათავსებენ და მისი ამოღება მყიდველისთვის კანონიერი საქონლის მიწოდებამდე ხდება, რისთვისაც კონტეინერის ორიგინალური ლუქი ყალბით იცვლება, რომელიც ნამდვილისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
როგორც ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეს ბარსელონას საგამოძიებო სასამართლო განიხილავს.
წყარო: 1 არხი