მამარდაშვილის დასანანი შეცდომა – “ვალენსია” “სევილიასთან” ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სევილიას“ დაუზავდა – 1:1.
„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს – flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.
„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს გასვლაზე რანგით მესამე
დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.
სევილია – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)