12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა პოლიციამ ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო. იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს. ასევე, დაკავებულია აქციის მინიმუმ 2 მონაწილე.
მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს.
„ბათუმელები“ ცდილობს შს სამინისტროში გაარკვიოს, რა გახდა მზია ამაღლობელის ხელახლა დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით შს სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას, რა მუხლითაა დაკავებული „ბათუმელების“ დამფუძნებელი.
· აქციებზე დაკავებული 8 პირი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
· 8 პირის სასამართლო ბრალდებულების და დამსწრეების გარეშე, სახაზინო ადვოკატებით განახლდა
· სასამართლოში სახელმწიფო ადვოკატები გამოიძახეს – პროევროპული აქციების 8 მონაწილის საქმე