“გია ჯვარშეიშვილი ნაცემი გადაიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში, სადაც სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ”

გია ჯვარშეიშვილი ნაცემი გადაიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში, სადაც სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ.
ადვოკატთან ერთად მივდივართ ახლა ალადაშვილში
 – წერს სოციალურ ქსელში ნინო კალანდია.

შშმ პირთა უფლებადამცველი, აქციების მონაწილე გია ჯვარშეიშვილი პოლიციამ დღეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

ის 1-ელ დეკემბერსაც დააკავეს და ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები, რეჟიმის პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების მსხვერპლი გახდა.