„ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულთა შორისაა მათი კოალიციის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია

ბათუმში აქციაზე დაკავებულთა შორისაა „ძლიერი საქართველოს” წევრი და ს საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
„ბათუმში მიმდინარე აქციაზე სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს 10-მდე მოქალაქე, მათ შორის კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები!“ – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას