“ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გადავცეთ ქართველი ხალხის ნება” | “ლელოს” ლიდერების შეხვედრები ევროპარლამენტში

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს “ლელო საქართველოსთვის”. პარტიის ლიდერები ევროდეპუტატების ნაწილს უკვე შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მაშინ, როცა მმართველი გუნდი მნიშვნელოვან პარტნიორებს ს კრიტიკის გამო თავს ესხმის, აუცილებელია ევროპარლამენტარებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი, მათ მეგობრებად და პარტნიორებად განიხილავს. ევროპელი დეპუტატები კი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსთვის შესაძლებლობის ეს ფანჯარა უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად გაიხსნა და მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გადაწყვეტილება ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანასტან დაკავშირებით მიიღოს.