პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლოზუნგით – „უთანასწორობა უსამართლობაა“, რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის მონაწილეები შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლოზუნგით – „უთანასწორობა უსამართლობაა“, რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის მონაწილეები შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – „ძირს რუსული რეჟიმი“, „ძირს ოლიგარქია“, „ძირს უსამართლობა“. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც ერთი მხრივ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების ყოველთვიური დახმარების ოდენობაა ასახული, მეორე მხრივ კი – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასები.
ასევე მათ აქვთ ბანერები წარწერებით: „სიმართლე მშიერი ბავშვების თვალებშია“, „საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს”.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო