“მადლობა ფინეთს ჩვენი მეომრებისთვის თავდაცვითი დახმარების 21 პაკეტისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ წერს. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და მთელ ევროპაში.
“მე შევხვდი პრეზიდენტს საული ნიინისტე. მადლობა ფინეთს ჩვენი მეომრებისთვის თავდაცვითი დახმარების 21 პაკეტისთვის, ასევე ფინეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაორმაგებისთვის. ასეთი ნაბიჯები გადამწყვეტია არა მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების თავისუფლებისთვისაც, განსაკუთრებით რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის. ევროპის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეიცვალა და ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი საერთო თავისუფლება მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით და გრძელვადიანი ვალდებულებით. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე და იმაზე, როგორ მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში, მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს ზელენსკი.
I met with President @Niinisto to thank Finland for 21 packages of defense aid for our warriors, as well as for doubling artillery ammunition production in Finland.
Such steps are critical not only for our freedom but also for the freedom of other European countries,… pic.twitter.com/poKAEM4K7I— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 13, 2023