საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება, სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,” – წერს ზურაბიშვილი.