აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, მათ თან აქვს ბანერები: „სოციალური სამართლიანობა შეუძლებელია ოლიგარქიაში“, „საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს“

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტთან წავლენ, სადაც სხვა მომიტინგეებს შეურთდებიან. აქციის მონაწილეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სიტყვით გამოდიან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ, რაც საქართველოში თავად მათ და სხვა მოქალაქეებს აქვთ.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის, ბანერები წარწერით: „სოციალური სამართლიანობა შეუძლებელია ოლიგარქიაში”; „საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს”.
კიდევ ერთი მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო