ვუჩიჩმა გაზპრომს სერბეთის NIS-ის მფლობელობიდან გასვლისთვის 45 დღე მისცა

Reuters-ის ცნობით, -ის მიერ ს ნავთობის სექტორის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციების შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გაზპრომს სერბული ნავთობკომპანიის, NIS-ის მფლობელობიდან გასვლისთვის 45 დღე მიეცემა.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 10 იანვარს სანქციების ყველაზე ფართო პაკეტი დააწესა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად, რათა კიევსა და ს მომავალ ადმინისტრაციას ში მშვიდობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბერკეტები მიეცეს.
“ისინი ჩვენგან NIS-დან რუსების სრულ გასვლას მოითხოვენ, და არა წილის შემცირებას. ნებისმიერი გარიგება უნდა დაამტკიცოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა”, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ხორვატიის მილსადენის კომპანიამ, Janaf-მა, რომლის მეშვეობითაც NIS თავისი ნედლი ნავთობის უმეტეს ნაწილს იღებს, განაცხადა, რომ სანქციები სრულად 45 დღეში ამოქმედდება.
NIS-მა, რომელიც სერბეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, Janaf-თან კონტრაქტი 10 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე ხორვატიის გავლით 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
წყარო: ფორმულა