ოკუპირებულ სოხუმში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივი ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია დაპირისპირება მოხდა ქალაქ სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების თანამშრომელ ასლან დოჩიას და პირთა ჯგუფს შორის, რომელთა შორის არიან ძმები აჟიბები და ლაშა კვიცინია. აღნიშნულმა პირებმა ასლან დოჩია კაფე “ბისკვიტში” შეხვედრაზე დაიბარეს. შეხვედრის მიზეზი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხი იყო, რომელიც სოხუმის ე.წ ადმინისტრაციაში ძმები აჟიბების სასარგებლოდ არ გადაწყდა. სიტყვიერი დაპირისპირების გამწვავების შემდეგ ასლან დოჩიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად სამივე გარდაიცვალა. ასლან დოჩია პოლიციას ჩაბარდა.
წყარო: მთავარი არხი