ქუვეითური დინარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა დოლართან მიმართებით. დღევანდელი კურსით ერთი დინარი 3.24 დოლარი ღირს. შესაბამისად, აღნიშნული ვალუტა ყველაზე ძვირია ლართან მიმართებითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი ქუვეითური დინარი 9.1799 ლარი ღირს.
ყველაზე სუსტი კი, როგორც დოლართან, ასევე ლართან მიმართებით არის ირანული რეალი. დღეს ერთ დოლარად 42 087 ირანულ რიალს იყიდით, ერთ ლარად კი 14 898 რეალს.
გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ვალუტებს დოლართან მიმართებით. (კურსი დაანგარიშებულია 2025 წლის ოფიციალური სტატისტიკით)
· ქუვეითური დინარი (KWD) – 3.24 დოლარი
· ბაჰრეინული დინარი (BHD) – 2.65 დოლარი
· ომანური რიალი (OMR) – 2.60 დოლარი
· იორდანიული დინარი (JOD) – 1.41 დოლარი
· ფუნტი-სტერლინგი (GBP) – 1.23 დოლარი
· კაიმანის კუნძულების დოლარი – 1.2 დოლარი
· შვეიცარიული ფრანკი – 1.1 დოლარი
· ევრო – 1.03 დოლარი
რაც შეეხება საქართველოს, ლართან მიმართებით ყველაზე ძვირადღირებული ვალუტებია:
· ქუვეითური დინარი (KWD) – 9.1799 ლარი
· გირვანქა-სტერლინგი (GBP) – 3.4821 ლარი
· შვეიცარიული ფრანკი – 3.0984 ლარი
· ევრო – 2.9171 ლარი
· აშშ დოლარი – 2.8310 ლარი
· სინგაპურული დოლარი – 2.0694 ლარი
· კანადური დოლარი – 1.9646 ლარი
· ავსტრალიური დოლარი – 1.7510 ლარი
· აზერბაიჯანული მანათი – 1.6649 ლარი
· ახალზელანდიური დოლარი – 1.5791 ლარი
· მოლდოვური ლეი – 1.5158 ლარი
· ბულგარული ლევი – 1.4916 ლარი
(შენიშვნა – მსოფლიოში ზოგიერთი ძვირადღირებული ვალუტა სებ-ის სტატისტიკაში არ იძებნება)
წყარო: bpn.ge