სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო – დაყავი და იბატონე

საბერიოში ტრაგედიის დღეებშიც და შემდგომ მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა – ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც ჩვენი მომავალია, არა ტრაგედიებით რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რომელსაც მუდამ ებრძოდა და ებრძვის და რაშიც რუსეთი დამარცხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო – დაყავი და იბატონე – და ყველანაირად ეცადა.
„მინდა გავიხსენო ის ტრაგედია, რომელიც აქედან ძალიან ახლოს მოხდა – საბერიოში, ბავშვები, რომლებიც ამ დიდ უსამართლობას ემსხვერპლნენ. მინდა ჩემი მწუხარება გავუზიარო საბერიოსა და მთლიანად ს რეგიონის მოსახლეობას.
მინდა ვთქვა, საბერიოში ტრაგედიის დღეებშიც და შემდგომ მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა – ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც ჩვენი მომავალია, არა ტრაგედიებით რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რომელსაც რუსეთი მუდამ ებრძოდა და ებრძვის და რაშიც რუსეთი დამარცხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება.
რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო – დაყავი და იბატონე – და ყველანაირად ეცადა. ეს სამეგრელოსაც შეეხო, ამიტომ არის რომ დღემდე, ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს.
არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული და მომავალი და ვერავინ ვერ წაგვართმევს – ვერც მეგრულ და სვანურ ენებს, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია