გრენლანდიის მთავრობის მეთაური მუნე ეგედე კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი სიტყვები გაჟღერდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა შესთავაზა გრენლანდიის გამოსყიდვა დანიისგან. სხვათა შორის, ეგედემ მაშინ ტრამპის პასუხად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა, გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა, მუნე ეგედემ გამოაცხადა, რომ სურს მიაღწიოს კუნძულის დამოუკიდებლობას დანიისგან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი მსგავს განცხადებებს აკეთებს. 2019 წელს, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა ასევე წამოაყენა იდეა გრენლანდიის დანიისგან შეძენის შესახებ. მაშინ პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა წინადადებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კიმ კილსენმა ნათლად თქვა, რომ რეგიონი “არ იყიდება”. ამ ვითარების ფონზე, ტრამპმა გააუქმა მოგზაურობა დანიაში და მოლაპარაკებები ფრედერიკსენთან.
2024 წლის დეკემბერში ეგედემ, ტრამპის სხვა წინადადების საპასუხოდ, განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება.
„გრენლანდია ჩვენი. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ეგედემ.
გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის ფართობია 2,166 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რომლის თითქმის 80% დაფარულია ყინულით. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. კუნძულზე 50 ათასზე ცოტა მეტი მოსახლეა, მათი უმეტესობა ინუიტები (ესკიმოსები).
ეს არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ავტონომიური ტერიტორია დანიის შემადგენლობაში. დასახლებები ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. გრენლანდიის დედაქალაქია ნუუკი.
“გრენლანდია ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და მას არ სურს იყოს არც ამერიკული და არც დანიური”. ამის შესახებ განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა მიუტე ეგედემ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – თქვა ეგედემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის დაწესების თაობაზე.
ეგედემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ღია არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ გრენლანდიის ბედს ადგილობრივები გადაწყვეტენ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, გრენლანდიის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ ლეგიტიმური და გასაგები უწოდა, მაგრამ აშშ-ს ინტერესი დადებითად შეაფასა. ამასთანავე დანიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა გრენლანდია შეენარჩუნებინა სამეფოს შემადგენლობაში.
ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ დანია მზად არის ითანამშრომლოს აშშ-სთან რესურსების განვითარებისთვის.
ჩინეთის მცდელობა, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა გრენლანდიის ინსტრასტრუქტურის განვითარებაში, აშშ-მ და დანიამ დაბლოკეს.
გრენლანდიას, რომელიც ფლობს ავტონომიას ყველა საკითხში, გარდა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, მაგრამ ექმნება ეკონომიკური პრობლემები. კუნძული თამაშობს საკვანძო როლს არქტიკაში მისი რესურსების, აშშ-ს სამხედრო ბაზისა და საზღვაო გზების წყალობით, აღნიშნავს Financial Times.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს თავის საზღვრებში სხვა ქვეყნების შეჭრას, ვინც უნდა იყოს ის. ჟურნალისტის თხოვნით პოლიტიკოსი ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წუხელ გაკეთებულ განცხადებას.
ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს გრენლანდია შეიძინოს დანიისგან და ამას ამერიკის უსაფრთხოებისთვის „აბსოლუტურად აუცილებელი“ უწოდა. დანია უარყოფს გარიგების შესაძლებლობას. 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა ეკონომიკურ თუ სამხედრო იძულებას ამ საკითხის გადასაჭრელად. მან უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ ეს შეუძლებელია.
ბარომ „რადიო ფრანსისთვის“ გააკეთა კომენტარი ტრამპის სიტყვებზე. „გრენლანდია დანიის ავტონომიაა და არის ევროკავშირის ტერიტორია. იმაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რომ ევროკავშირმა მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანას შეიძლება დართოს თავის სუვერენულ საზღვრებზე თავდასხმის ნება,“ თქვა მან.
ფრანგი მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები კუნძულზე რეალურად შეიჭრება. „თუ მკითხავთ, ვფიქრობ თუ არა, რომ შეერთებული შტატები შეიჭრება გრენლანდიაში, ჩემი პასუხია – არა. მაგრამ შევედით თუ არა პერიოდში, როცა გადარჩება უძლიერესი? ჩემი პასუხი არის – დიახ”, თქვა ბარომ.
წყარო: რადიო თავისუფლება