თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, უჟანგბადობის, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.
მიმინოშვილმა აღნიშნული მიზეზით სასამართლო დარბაზი დატოვა და მოსამართლემ პროცესი 15 წუთით შეაჩერა.
მანამდე, მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.