ფინანსთა მინისტრი – 2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის

2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, მომავალ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მიიმართება 300 მლნ ლარი, რაც მოიცავს წარმოების სექტორის სესხების სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო სქემების და მცირე გრანტების პროგრამებს;
„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დასაფინანსებლად, გამოყოფილია 81 მლნ ლარი, მათ შორის, 53 მლნ ლარი სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტისათვის;
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისათვის, გამოყოფილია 120 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 500 კმ-მდე ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია და 1100-ზე მეტი ელექტრო გადამცემი ანძის მშენებლობა/მონტაჟი, ასევე, მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაცია, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებაც გათვალისწინებულია 2024-2025 წლებში და უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებას;
სივრცითი დაგეგმარებისათვის, გათვალისწინებულია 14 მლნ ლარი.
პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყო 5 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება შავი ზღვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებაზე”, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად