ჯო ბაიდენი მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით 15 იანვარს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.
ახალი პრეზიდენტის, ს ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს.
მანამდე, ჯო ბაიდენმა გააუქმა ევროკავშირში მისი ბოლო ვიზიტი, რომელიც იტალიაში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი. მიზეზი კალიფორნიაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ხანძრებია.