გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს

“ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
“უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ.
წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: “შემოტყუებით როგორც მინიმუმ”.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები