ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ბრალდებულების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ და სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში