პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.
მოსამართლემ მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უთხრა, რომ დარბაზს დაატოვებინებდა.
ადვოკატების შუამდგომლობის მიხედვით, დარბაზის სიმცირიდან გამდინარე, ოჯახის წევრებს პროცესზე დასწრების საშუალება არ აქვთ. ამასთან საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და სხდომაზე დასწრების საშუალება საზოგადოებას არ აქვს.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის განმარტებით, ის დარბაზის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს, სხვა დარბაზი ტექნიკურად გამართული არ არის, ამასთან, მისი თქმით, დარბაზში დაკავებულების ოჯახის წევრებიც იმყოფებიან და პრესის წარმომადგენლებიც.
ამასთან, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დარბაზში, წინა რიგში მყოფი ერთ- ერთი პოლიციელი „ბანდის ორგანიზებული ჯგუფის წევრი და ახალგაზრდებზე მოძალადეა”. აღნიშნულზე პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა მას მიმართა: „თქვენ ახლა უფლებადამცველი ხართ, რომ ვიღაცას ასე განაჩენი გამოუტანეთ”?
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში