მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა.
6 იანვარს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.8158 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9152 ლარი გახდა. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8955 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.
8 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0210 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9287 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.
9 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8367 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9232 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
10 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8310 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9171 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0152 ლარით და ევროსთან მიმართებით 0.0216 ლარით გაუფასურდა.
წყარო: bpn.ge