თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ბრალდებულების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.