Reuters – სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ იმას, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერება.
სამინისტროში განაცხადეს, რომ Jeju Air-ის თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს, ხოლო შემდეგ დაზიანებული მოწყობილობა -ში გაგზავნეს.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს