წიტაიშვილის კარგი მატჩი და “გრანადას” ფრე “ბურგოსთან”

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეორე ტურში „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსს“ დაუზავდა – 0:0.
მასპინძელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.flashscore-მ მისი გარჯა 7.6 ქულით შეაფასა (საუკეთესო ორივე გუნდიდან), sofascore-მ კი 7.4 ქულით.
„გრანადა“ ამ მომენტისთვის 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 19 იანვარს სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.
გრანადა – ბურგოსი 0:0