რუმინეთში პრორუსი კანდიდატის ათასობით მომხრემ გააპროტესტა პაუზა საპრეზიდენტო არჩევნებში

რუმინეთში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის წინ გამართულ აქციაში, საპრეზიდენტო ს მეორე ტურის აღდგენის მოთხოვნით. საპრეზიდენტო ს მეორე ტური საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, ქვეყანას საკონსტიტუციო კრიზისი ემუქრება მას მერე, რაც პრორუსულად განწყობილმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა პირველ ტურში.
აქცია პრორუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტებმა ბუქარესტის ცენტრში 10 იანვარს გზა გადაუკეტეს მანქანებს და მოითხოვეს შეცვლა სასამართლოს გადაწყვეტილებისა – რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანად გაუქმდა, იმ ფონზეც კი, როცა მეორე ტური უნდა გამართულიყო. ჯორჯესკუს მეტოქე იქნებოდა პროევროპელი კანდიდატი, ცენტრისტული ორიენტაციის ელენა ლასკონი.
მეორე ტურს განიხილავდნენ რეფერენდუმად ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მომავალზე – იმ ფონზე, როცა ხშირი იყო ცნობები არჩევნებში ს ჩარევის შესახებ. ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ქვეყნის ადგილის დაცვის მიზნით.
სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თავდაცვის უზენაესი საბჭოს მხრიდან გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა დოკუმენტებისთვის, რომლებიც თითქოს ადასტურებს, რომ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო კამპანიას ხელს უწყობდა დაუსახელებელი “სახელმწიფო მოთამაშე”, ჩინეთის მფლობელობაში მყოფი სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok-ის გამოყენებით.
თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი “სრულად განახლდება, მთავრობა დანიშნავს რუმინეთის პრეზიდენტის კენჭისყრის ახალ თარიღს და ახალ კალენდარულ პროგრამას, აუცილებელი ზომების გასატარებლად”.
რუმინეთში კოალიციური მთავრობა 23 დეკემბერს ჩამოყალიბდა, სამი კვირით ადრე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იქნება თარიღის დანიშვნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის