გურამ გურამიშვილი – საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” დანერგვა საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებს გაამარტივებს და ეფექტურობას გაზრდის

ტრანსპორტის გაერთიანების ეგიდით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” (ITS) შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და შუა დერეფნის მზარდ როლს, რის ფონზეც კიდევ უფრო აქტუალური ხდება „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” დანერგვის საკითხი.
„მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” დანერგვის და ზოგადად ტრანსპორტის სექტორის გაციფოვნების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გამარტივებას და ეფექტურობის გაზრდას.
კონფერენციის შემდგომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ტრანსპორტის გაერთიანების ფარგლებში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” სამომავლო დანერგვის შესახებ”, – ნათქვამია ინფრომაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს