– ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ხალხის ნებას

ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ხალხის ნებას , – ამის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი უსაფრთხოდ უნდა იყვნენ.
“ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს. ვენესუელელი ამერიკელების დიდი საზოგადოება შეერთებულ შტატებში აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მყარად დამიჭირა მხარი მე. ეს თავისუფლებისთვის მებრძოლები არ უნდა დაშავდნენ, უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლები!” , – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს გამოაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ნიკოლას მადუროს დღევანდელ “არალეგიტიმურ საპრეზიდენტო ინაუგურაციას” და ვაშინგტონი “მზად არის მხარი დაუჭიროს ვენესუელაში დემოკრატიის დაბრუნებას”. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა 25 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს და მისი შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებამდე და/ან გასამართლებამდე მიიყვანს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…