ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 10 თვეში 70 მლნ დოლარი მიიღო, ზრდა 1.8%-ია

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, ოქროს ექსპორტიდან საქართველომ მიმდინარე წლის 10 თვეში 70 მლნ დოლარი მიიღო, რაც 10 თვეში წლიურად 1.8%-იანი ზრდა არის.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში ოქროს ფასი 2.6%-ით გაიზარდა. ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ღირებულება 11.4%-ითაა მომატებული და გასული აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულსაც მიაღწია. ამჯერად ინვესტორებმა ძვირფას მეტალს -ჰამასის ომის და მისი შესაძლო შედეგების ჰეჯირებისთვის მიმართეს. დამატებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და შედარებით სუსტი დოლარის მოლოდინი ძვირფასი მეტალის ფასზე დადებითად მოქმედებს.
ანალიტიკოსები ფასის ზრდის გაგრძელებას ელიან და 2024 წლის ბოლოსთვის $2,200 ნიშნულზე მიღწევასაც არ გამორიცხავენ. TD Securities მიხედვით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ერთი უნცია ოქროს ფასი საშუალოდ $2,100-ზეა მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ