“ნაპოლი” და პსჟ კვარაცხელიას ტრანსფერზე ვაჭრობენ – დეტალები ცნობილი გახდა

კვარაცხელია კუნთის გადაღლილობის გამო თერაპიის კურსს გადის, ინდივიდუალურად ივარჯიშა და ალბათ, „ვერონასთან“ არ ითამაშებს. როგორც ჩანს, ამის დიდი სურვილი არც აქვს, რადგან ნეაპოლურმა კლუბმა მისდამი უპატივცემულობა გამოიჩინა და იქ უჯობს გადასვლა, სადაც მეტად დააფასებენ.
Sportitalia-ს სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას აზრით, ხვიჩამ არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტრაქტის მიხედვით პირობები არ გაუუმჯობესეს. „კორიერე დელო სერას“ ჟურნალისტი მონიკა სკოცაფავა წერს, რომ ზაფხულში მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ქართველის გაშვება არ უნდოდა, ახლა კი გასხვისებაზე
იმ პირობით დათანხმდა, თუ კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობას გააძლიერებს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ხვიჩას სეზონური გასამრჯელო 1.6 მილიონი ევროა (რასაც ხელზე იღებს), „პარი სენ ჟერმენი“ ოთხჯერ მეტს სთავაზობს, თავად ფეხბურთელი პარიზელთა პროექტით მოხიბლულია და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მოკლედ, ვაჭრობენ.
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ტრანსფერში გადასახდელი 80 მილიონი არ აქვს (?!), ქართველის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით უნდა, ან „ნაპოლის“ 45 მილიონს და მილან შკრინიარს შესთავაზებს, აგრეთვე გასათვალისწინებელია „კვარათი“ ინგლისური კლუბების დაინტერესების ფაქტორი. „ეკიპის“ მტკიცებით, არ არის გამორიცხული, „კვარას“ შეძენის სურვილი „მანჩესტერმა“, ჩელსიმ“ და „ნიუკასლმა“ გამოთქვან.
„რეპუბლიკა“ აღნიშნავს, რომ პსჟ-მა თუ ახლავე არ გადაიხადა 90 მილიონი, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.