„ოჯა­ხი­დან 5 მან­ქა­ნით მო­დი­ან ბაკურიანში და­სას­ვე­ნებ­ლად. 100-200 მეტრშიც კი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბიან და ავტომობილებს სა­ფეხ­მავ­ლო გზაზე აყე­ნე­ბენ“

„ოჯა­ხი­დან 5 მან­ქა­ნით მო­დი­ან ბაკურიანში და­სას­ვე­ნებ­ლად. 100-200 მეტრშიც კი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბიან და ავტომობილებს სა­ფეხ­მავ­ლო გზაზე აყე­ნე­ბენ“
ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ბა­კუ­რი­ან­ში ჩამ­სვლე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და­ბა­ში მუდ­მივ სა­ცო­ბებ­ზე, ყი­ნუ­ლით და­ფა­რულ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებ­ზე, შე­ზღუ­დულ სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ებ­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ბა­კუ­რი­ა­ნის პა­რა­ლი­ზე­ბა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კუ­რორ­ტის სატ­რან­სპორ­ტო და არა­თა­ნა­ბა­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის ერ­თმა­ნეთ­თან აც­დე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა.
სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის არა­ხა­ლი პრობ­ლე­მაა და აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მია. ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი წლე­ბია, სე­ზო­ნუ­რად აქ­ტი­ურ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ-ჯე­რო­ბით მათი დიდი ნა­წი­ლი გა­და­უჭ­რე­ლი რჩე­ბა. ბა­კუ­რი­ა­ნი რომ წლე­ვან­დელ სე­ზონ­საც ბევ­რი პრობ­ლე­მით შეხ­ვდა, ამას აღი­ა­რებს ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც.
AMBEBI.GE- სთან სა­უბ­რი­სას სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ეკა­ტე­რი­ნე ორ­ჯო­ნი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წლე­ვან­დე­ლი გრძე­ლი სა­ცო­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ­მა ნა­კად­მა გა­ნა­პი­რო­ბა. რეს­პონ­დენ­ტი და­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:
“ბა­კუ­რი­ან­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი ზო­გა­დად ბევ­რია, ეს არის ათწლე­უ­ლო­ბით დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ბა­კუ­რი­ა­ნის გარ­შე­მო ბევ­რი პრობ­ლე­მა და­ვაგ­რო­ვეთ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. წელს რაც ხდე­ბა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა ნა­კა­დიც გვაქვს, ასე­თი არ ახ­სოვს ბა­კუ­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბა­კუ­რი­ა­ნი პა­ტა­რა კუ­რორ­ტია, ქა­ლა­ქი არ არის და ისე­თი სა­ცო­ბია, ენით აუ­წე­რე­ლი, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა. ისიც მეს­მის, ადა­მი­ა­ნებს ჩა­მოს­ვლას ვერ აუკ­რძა­ლავ, არ­და­დე­გე­ბია და აქ მო­დის უმ­რავ­ლე­სო­ბა.
ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­და­დე­გე­ბიც კი ჯაჭ­ვუ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რათა კო­ლაფ­სი არ მოხ­დეს, ან მერე ერ­თი­ა­ნად არ და­ი­ცა­ლოს კუ­რორ­ტი, ანუ ყვე­ლა­ფერ­ზე წი­ნას­წა­რაა ნა­ფიქ­რი. ჩვენ­თან ასე არ არის, სამ­წუ­ხა­როდ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ცო­ბებ­მა, ზოგ­ჯერ ოჯა­ხი­დან 5 მან­ქა­ნით მო­დი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად და ამა­ზე თა­ვად უნდა იფიქ­რონ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ფეხ­მავ­ლო აღარ არ­სე­ბობს, 100-200 მეტრშიც კი ყვე­ლა მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა, მან­ქა­ნებს სა­ფეხ­მავ­ლო­ებ­ზე აყე­ნე­ბენ. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის არ­ქო­ნა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. გაზი, წყა­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი წეს­რიგ­შია და ნორ­მა­ში, დე­ბე­ტი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე სა­ჭი­რო­ე­ბაა.
გზე­ბი, რა თქმა უნდა, არ არის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არის ორ­მო­ე­ბი, მოყი­ნულ ტრო­ტუ­ა­რებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­რე­ბა მა­რი­ლი, მაგ­რამ ხში­რად მა­ინც ვერ ვყრით, მან­ქა­ნე­ბი გვიშ­ლი­ან ხელს. ნარ­ჩე­ნე­ბი გაგ­ვაქვს მარ­ტო ღა­მის სა­ა­თებ­ში იმი­ტომ, რომ დღე ნა­გავმზი­დე­ბი ვერ გა­მოგ­ვყავს, კი­დევ სა­ცო­ბი გვინ­და? ღა­მი­თაც რომ გა­მოგ­ვყავს, ურ­ნის გარ­შე­მო იმ­დე­ნი მან­ქა­ნა აყე­ნია, პატ­რუ­ლი მეხ­მა­რე­ბა, პატ­რო­ნე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ბი­ნე­ბი­დან, მან­ქა­ნე­ბი რომ გა­იყ­ვა­ნონ, მი­ვი­დე და ნა­გა­ვი გა­მო­ვი­ტა­ნოთ, ამ კუ­თხი­თაც სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მაც ხელი შეგ­ვი­წყონ? მარ­ტო ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და კრი­ტი­კა მარ­ტი­ვია, თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც უნდა შე­ას­რუ­ლონ – ნა­გა­ვი ურ­ნა­ში ჩა­ყა­რონ და არა ფან­ჯრე­ბი­დან ის­რო­ლონ (აქ ვი­საც სად უნდა, იქ ის­ვრის ნა­გავს).
გა­მოწ­ვე­ვა ბევ­რია სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც, გუ­შინ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და გა­და­წყდა, რომ კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნაც მუდ­მი­ვად იდ­გე­ბა ქუ­ჩა­ში (ვი­ნა­ი­დან ძალ­ზე ხში­რია მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი), სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი და­მა­ტე­ბუ­ლია და სხვა. ვთვლი, რომ რო­გორც კი სე­ზო­ნი ცოტა ჩა­ყუჩ­დე­ბა, ყვე­ლა უწყე­ბა ერ­თად უნდა დავ­სხდეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა, სე­ზონს გა­მარ­თუ­ლად რომ შევ­ხვდეთ. ფაქ­ტია, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია, დი­დია დატ­ვირ­თვა, ამი­ტომ ყვე­ლა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვმო­ბი­ლიზ­დეთ ბა­კუ­რი­ა­ნის გარ­შე­მო, მარ­ტო ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.
უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ზე­გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, ეს იყო უდი­დე­სი შეც­დო­მა და და­ნა­შა­უ­ლი ქვეყ­ნის და ერის წი­ნა­შე. ბა­კუ­რი­ან­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ბა­კუ­რი­ა­ნი უნდა იყოს მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ არ და­ვა­ზი­ა­ნოთ ბახ­მა­რო, ან­დე­ზი­ტი, ცი­ხის­ჯვა­რი, ტა­ბა­წყუ­რი და ა.შ. ამა­ზე ყვე­ლამ უნდა ამო­ვი­ღოთ ხმა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ზი­ან­დე­ბა კი არა, კუ­რორტზე თოვ­ლიც აღარ ჩერ­დე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და მან­ქა­ნა რო­მაა, ამ­დე­ნი ფე­ჩია ჩარ­თუ­ლი. ხომ მიხ­ვდნენ, რომ ეს კუ­რორ­ტი არ არის ამ­დენ ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი? არა­ვინ ფიქ­რობს არც გამ­წვა­ნე­ბა­ზე, ყვე­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მარ­ტო აა­შე­ნოს ბინა, გა­ყი­დოს და აკე­თოს ბიზ­ნე­სი. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლამ ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად უნდა ვი­ფიქ­როთ“, – ამბობს ორჯონიკიძე.
ვრცლად: ambebi.ge