თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და შიდა ტერიტორიაზე ხმაურია.
ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული 9 პირის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „მონებო, რუსებო, ვის ემსახურებით, არ გრცხვენიათ?”.
ამ წუთებში ხმაური კვლავ გრძელდება სასამართლოს ეზოში, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებული.